მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა

BM.GE
24.09.19 10:42
759
რამდენიმე დღის წინა განახლებულ ანგარიშში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიუთითა, რომ 2019 წლის პირველი რვა თვეში ქართული ექსპორტის მოცულობა $2,411,600,000- შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით 12%-ით მეტი იყო.

მაგრამ ამავე ანგარიშში დეტალურად თუ ჩავიხედავთ ასეთი სურათი გვაქვს. ქვეყნის წმინდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე $916,500,000 დოლარით ნაკლებს შეადგენდა და $1,495,100,000 იყო. შესაბამისად, რეექსპორტზე ქართული ექსპორტის 38% მოდის. წმინდა ექსპორტის ზრდა კი მთლიანი ექსპორტის ზრდაზე ნაკლები იყო და 2.4%-ს შეადგენდა.

ძირითადი საქონელი, რომელიც საქართველოდან რეექსპორტის სახით გადის, არის სპილენძის მადნები და კონცენტრადები და მსუბუქი ავტომობილები. როგორ ნაწილდება წილობრივად ამ მიმართულებით საქონლის ჯგუფები და რა ტიპის რეექსპორტია ჩვენი ექსპორტის წილში?


სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები