მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

ევროპის ინფლაციის მაჩვენებლებს ველით ამ კვირაში, რომელიც წინასწარი პროგნოზით წლიურად 3.1%-ის ფარგლებში იქნება, საბაზისო CPI კი 4.1%-ით განისაზღვრება. ამ კვირაშივე ცნობილი გახდება EU-ს უმუშევრობის დონე, რომელიც პროგნოზირებულია, რომ 6.6%-ის ფარგლებშია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ბელგიისა და უნგრეთისა ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, მათ შორის: ინფლაცია, უმუშევრობა, მშპ-ის ზრდა და სავაჭრო სტატისტიკაც ამ დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

აშშ-ის შემთხვევაში ვითარება შედარებით სტაბილური იქნება, თუმცა ცნობილი გახდება საწარმოო ინდექსის, ეროვნული გამომუშავების და უმუშევრობის დონის განმსაზღვრელი სტატისტიკა. გარდა ამისა, მომავალ კვირას საჯარო კომენტარებს გააკეთებენ ფედერალური რეზერვის მაღალჩინოსნები, რასაც ინვესტორები, ტრადიციულად, ყურადღებით დააკვირდებიან.

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები