Galt & Taggart-მა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ის ახალი ჯილდო მიიღო. Euromoney-ის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დაასახელა და ამით საინვესტიციო ბანკი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა. გამოცემის შეფასებით, გალტ & თაგარტმა გამორჩეული პერფორმანსი პროდუქტების ინოვაციისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით აჩვენა.
სტუმრები:
ქეთევან თოიძე - Galt & Taggart, დირექტორის მოადგილე;
ვანო კიკვილაშვილი - Galt & Taggart, კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;