მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Galt&Taggart კვირის მიმოხილვა: საგარეო ვაჭრობა; ტურიზმი;ფულადი გზავნილები

2020 წელს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3,9%-ით შემცირდება- ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი თავის ანგარიშში პროგნოზირებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები „უპრეცენდენტო სიღრმის“ რეცესიას გამოიწვევს. მათივე თქმით, ის იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე 2009 წლის გლობალური კრიზისი. სააგენტოს პროგნოზით, ევროკავშირის ეკონომიკა 7%-ით, ხოლო ამერიკის 5,9%-ით შემცირდება.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტად ლიბიის ეკონომიკა შემცირდება -58.7%-ით. შემდეგ ვენესუელა მოდის -15%-ით. 12-12-%-ით შემცირდება ლიბანის და ბელიზის ეკონომიკა. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდება -10%-ით. შემდეგ მოდის იტალია 9.1%-ით.

სომხეთის 1.5%-ით, აზერბაიჯანის 2.2%-ით, თურქეთის 5%-ით, ხოლო რუსეთის 5.5%-ით. 2020 წელს 152 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო 37 ქვეყნის ეკონომიკა მცირედით გაიზრდება. საქართველოს შემთხვევაში გალტ ენ ტაგარტი ვარაუდობს, რომ 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, 2021 წელს კი, 5%-იანი ზრდა. G&T- ი ანგარიშში წერს, რომ ეთანხმება სავალუტო ფორდის პროგნოზს, თუმცა 2021 წელს უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს. IMF -ის მაჩვენებლთან (10.5%) შედარებითაც უფრო პოზიტიურია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი და 6%-ით არის განსაზღვრული. „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ ნავთობის გაიაფებისა და მოთხოვნის ვარდნის გამო იმპორტი შემცირდება, ეს კი დააბალანსებს ტურიზმის სექტორის დაკარგულ შემოსავლებს.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები