2019 წელს საქართველოს რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მატრიკას 96%-მდე გაიზრდება, 2018 წელს არსებული 92%-ის ნაცვლად, - პროგნოზირებენ “გალთ ენდ თაგარტის” ექსპერტები. სავალუტო ფონდის ე.წ ARA metric -ი 4 კომპონენტის მიხედვით ითვლის ქვეყნის რეზერვების შესაბამისობას. ეს კრიტერიუმებია: 1) შემოსავალი ექსპორტიდან, 2) ფართო ფული 3) მოკლევადიანი ვალდებულებები და 4) სხვა ვალდებულებები. ამ მატრიკის მიხედვით, ქვეყანის რეზერვები პროფილაქტიკური მიზნებისთვის, 100-150% -ის ნიშნულზე უნდა იყოს. ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების მიზანი აქვს აღებული. 1 მარტისთვის სარეზერვო აქტივები თითქმის $3,5 მლრდ-ი იყო, რომელიც ასევე მოიცავს სსფ-ში SDR 200,5 მლნ-ის სესხების სპეციალურ უფლებებს. რეზერვების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე თვეა მუდმივად მზარდია.
სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი


































