მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში" - ენტონი ბლინკენის მოადგილე საქართველოშია

უზრა ზეია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეია საქართველოში ჩამოვიდა.

"გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხისადმი, მათ შორის მათი უფლებების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

აშშ-ს აქვს სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - დაწერა ზეიამ სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენის მოადგილის ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში 9-17 ივლისსაა დაგეგმილი.

ის საქართველოში შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს. უზრა ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონისა და სხვა არალიბერალური კანონმდებლობის და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკის გამო, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია საფრთხის ქვეშ დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები