მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ - მთავრობამ დადგენილება გამოსცა

61e1c8637065c
თამთა ჯიჯავაძე
14.01.22 22:58
698
ღამის კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. კერძოდ, ცვლილება შევიდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 20202 წლის 23 მაისის დადგენილებაში და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც სხვადასხვა გასართობი და საფესტივალო ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს, იცვლება შემდეგი ჩანაწერით:

“2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე“.

გარდა ამისა, როგორც დადგენილებაში წერია, მე-6 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასაშვებია 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით.“

დადგენილება 2022 წლის 14 იანვრიდან ამოქმედდა.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია დღეს bm.ge-ს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემაც დაუდასტურა და დასძინა, რომ 14-15 იანვარს, დადგენილი პროტოკოლით გაიმართება ღონისძიებები და ამის შემდეგ დაიხურებიან.

სოფო ებრალიძე აცხადებს, რომ კლუბების გახსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებაზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები