მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოცდები იქნება მკაცრი" - ქუთაისის მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი განცხადებას ავრცელებს

BM.GE
01.04.19 11:09
793
ქუთაისის მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ მურღულია განცხადებას ავრცელებს. რექტორი მშენებარე უნივერსიტეტის ირგვლივ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა. "ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში საპროექტო მასტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე. როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია შემდგომი გაფართოვებისთვის.

რამდენი სტუდენტით დავიწყებთ - პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები იქნება მკაცრი და იმედი მაქვს, რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი გვეყოლება. უნუვერსიტეტი ფართო საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს მიმდინარე წელს, როგორც დაგპირდით. როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. ყველას გთხოვთ, ამ სიყალბის ტირაჟირებაში ნუ შეუწყობთ ხელს - ნებისმიერი აჟიოტაჟი უტიფრების ინტერესშია", – წერს თეიმურაზ მურღულია.

http://newpress.ge/gamocdebi-iqneba-mkacri-qutaisis-mshenebare-teqnologjuri-universitetis-reqtori-gancxadebas-avrcelebs.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები