მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცდის ჩაბარების სანაცვლოდ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელისთვის ქრთამის მიცემისთვის, პირს ბრალი წარვუდგინეთ - პროკურატურა

6415fe8039c5a
BM.GE
18.03.23 22:01
708
პროკურატურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ბრალდებით, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ვერსიით, 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 

უწყების ცნობით, პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები