მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარს არ აკეთებენ

64a6933964a88
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.23 14:22
878
საქართველოს "თანაინვესტირების ფონდში" ფონდის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ - BMG-იმ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საფინანსო ფონდს კითხვით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდგომ მიმართა.

პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დიდი ოდენობით თანხების მითვისებასთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება. საქმე 8,200 ცალი ბიტკოინის მითვისებას ეხება, რომლის ღირებულებაც პროკურატურის ინფორმაციით მითვისების პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო, ამჟამინდელი კურსით კი ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს. 

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, ბაჩიაშვილი ამჟამად ფონდის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს, 2022 წლის მაისამდე კი ის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაშიც იყო.


BMG საქმეზე საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. 

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, ბაჩიაშვილი ამჟამად ფონდის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს, 2022 წლის მაისამდე კი ის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაშიც იყო. ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდს ბაჩიაშვილი 2013 წელს, მისი დაფუძნებიდან 2019 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა. იქამდე 2012-2013 წლებში იყო საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2011-2012 წლებში ეკავა ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის CEO-ს პოსტი.

პროკურატურის განცხადება იხილეთ სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები