მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოძიების ხელშემშლელი გარემოება შსს-დან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის ვადებია - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

შსს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც გამოძიების ხელშემშლელ გარემოებებზე და მათ დასაძლევად წარმოდგენილ რეკომენდაციებზეა საუბარი.

ანგარიშში ერთ-ერთი ხელის შემშლელი გარემოება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთანაა დაკავშირებული.

საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, ,,112’’ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეო ჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას ახერხებენ - დადებითად ფასდება. აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები