გახმაურებული ძარცვის შემდგომ, გამოძიებამ ლუვრის მუზეუმის სუსტი უსაფრთხოების სისტემა გააკრიტიკა.
კერძოდ, საუბარია ჩატარებულ კიბერ-ღონისძიებებზე, რომელსაც ერთ-ერთი ადგილობრივი უსაფრთხოების კომპანია უძღვებოდა.
კვლევამ ცხადყო, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემებს არ შეეძლო ელემენტარული გამოწვევების გამკლავება. მაგალითისთვის, მუზეუმი ვიდეოჩანაწერების სისტემისათვის პაროლად საკუთარ სახელს, “ლუვრს” იყენებდა.
გამოძიებამ გამოავლინა უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფის სხვა ფაქტებიც. მაგალითად, მუზეუმის სახურავზე დაცვის თანამშრომლების არყოფნა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი მოძველებულ ოპერაციულ სისტემებსა და უსაფრთხოების პროტოკოლს იყენებდა.




























