მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 34% სასამართლოს არ ენდობა - CRRC

ჩაქუჩი

„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა.

უფრო დეტალურად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, სასამართლო სისტემას 18% საერთოდ არ ენდობა, ხოლო 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა.

საგულისხმოა, რომ მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით მცირედით შემცირებულია, რადგან წინა კვლევაში სასამართლოს 36% არ ენდობოდა.

2024 წლის კვლევით, სასამართლო სისტემას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 7% ენდობა, რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია 2021 წლის შედეგზე.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა (61%) ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა. მსგავსი შეფასების მქონე გამოკითხულთა წილი 2021 წელთან (57%) შედარებით გაზრდილია. უცვლელია მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ სასამართლო ყველას ერთნაირად ეპყრობა და 18%-ს შეადგენს.

2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები