მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 45% თვლის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება - IPM

ტრამპი

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება. ამის შესახებ IPM-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კერძოდ, 45% მიიჩნევს რომ პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება, 11% გაუარესებას ელის, 20%-ის აზრით კი, პოლიტიკა არ შეიცვლება.

რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გავლენას ეკონომიკასა და ქვეყნის ზოგად განვითარებაზე, 44% თვლის, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს, 19%-ის აზრით, შედეგები მეტ-ნაკლებად უარყოფითი, მაგრამ არა დრამატული იქნება, 15% კი არანაირ შედეგს არ ელის.

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 18-19 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები