IPM-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს უსამართლოდ და დემონსტრანტების შევიწროების ხელშემწყობად აფასებს.
კერძოდ, ცვლილებას, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს, 58% მიიჩნევს უსამართლოდ და შევიწროების ხელშემწყობად, პლაკატების გაკვრისთვის მოქალაქეებზე ჯარიმის 20-ჯერ ზრდას კი 60% მიიჩნევს უსამართლოდ.
რაც შეეხება ცვლილებას, რომელიც პოზიციას უფლებას აძლევს განმეორებით დააკავოს ადამიანი მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, რომ მოქალაქემ შეიძლება ოდესმე კანონმდებლობის რომელიმე პუნქტი დაარღვიოს, 69% ფიქრობს, რომ ეს უსამართლოა და ხელს უწყობს დემონსტრანტების შევიწროებას.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 18-19 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.