ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. კერძოდ, კითხვაზე - როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას, 52% პასუხობს, რომ "ცუდად", 39%-ს მიაჩნია, რომ "კარგად", ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.
NDI: გამოკითხულთა 35% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს