გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა - NDI
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე - საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ არ არის, 39% ამბობს, რომ დემოკრატია არის, ხოლო 11% ამბობს, რომ არ იცის.
რაც შეეხება იგივე კითხვას, ოღონდ დასმულს 2020 წლის დეკემბერში. მონაცემები ასეთია: გამოკითხულთა 42% ამბობდა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, ხოლო 45% ამბობდა, რომ დემოკრატია არის. 12% ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.
საფონდო ბირჟები