„გამომიყენეთ, როგორც ქართველი“ - ასე მიმართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ადმინისტრაციას, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს დასკნით ღონისძიებაზე, მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს მადლობა გადაუხარა ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.
„მოგვენატრებით, მაგრამ მოდით ვეცადოთ ამგვარი ღონისძიებები უფრო ხშირად მოვაწყოთ საქართველოში და გამომიყენეთ, როგორც ქართველი იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს.
ტურიზმს მილიონობით შესაძლებლობა გააჩნია და მე ბედნიერი ვიქნები, რომ გიმასპინძლოთ მადრიდში, სადაც ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.