100 მილიონამდე ყოველწლიური ვიზიტორით საფრანგეთი დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი ტურისტული მიმართულებაა და ამ ტიტულს ევროპის ქვეყანა უკვე მრავალი წელია, მყარად ინარჩუნებს. რატომ არის საფრანგეთში მოგზაურობა დაუვიწყარი და რა გამოარჩევს ამ ქვეყანას?
რუბრიკის ფარგლებში, რომელსაც BMG ტურისტულ კომპანია „ვინგლეთთან“ ერთად წარმოგიდგენთ და სადაც ჩვენ პარტნიორთან ერთად გიზიარებთ საჭირო ინფორმაციას თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ ევროპის 12 ქალაქში 12 განსხვავებულ გიდთან ერთად, თქვენ ყურადღებას ამჯერად საფრანგეთისკენ მივმართავთ. დღევანდელ გადაცემაში, მწერალი ნენე კვინიკაძე გვამოგზაურებს პარიზში.
სტუმრები: ანა კირკიტაძე - ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებელი;
ნენე კვინიკაძე - მწერალი;