მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამოსავალი ახალი არჩევნებია“ - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

არჩილ მორჩილაძე

„[ამ კრიზისიდან თავის დაღწევის] გამოსავალი არჩევნებია“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში, „ბიზნესის კვირეული“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა, არჩილ მორჩილაძემ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, რაც ქვეყანაში ხდება, სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ხოლო ის ესკალაცია და დაპირისპირება, რის წინაშეც დღეს ქვეყანაა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ყოველწლიურად სულ უფრო იზრდებოდა.

„რაც ქვეყანაში ხდება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც არის აქსიომა. ის ესკალაცია და დაპირისპირება, სადამდეც ჩვენ მივედით გაცილებით ადრე დაიწყო და ყოველწლიურად აღწევდა ახალ მწვერვალებს. განსაკუთრებით არჩევნების წინ, კარგად გემახსოვრებათ ის ბანერები, რომელიც რა ფორმით იყო მოწოდებული კარგად გახსოვთ. ასევე, ის დაპირებები, რომ ოპონენტები არიან სამშობლოს მოღალატეები, უსამშობლოები და რა თქმა უნდა ისინი უნდა გაქრნენ.

ეს ძალადობაც, დაპირისპირებაც არის ამის შედეგი და არ მგონია აქ რამე სხვა დინამიკა იყოს. ის იყო წახალისებული მანამდეც და ახლაც. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი ასეთ დროს ყოველთვის არის. გამოსავალი არის ახალი არჩევნები“, - ამბობს მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები