მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამოსავალი არის ეფექტიანი მედიაცია“ - მაია ზავრაშვილი მაღაროელების პროტესტზე

6492063c74221
ალა ისპირიანი
20.06.23 23:45
483
გამოსავალი არის მოლაპარაკება, ინტერესების დაახლოება, არგუმენტების გაცვლა, ეფექტური მედიაცია - ამის შესახებ წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ მაღაროელების პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ამ პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„სამთო-მოპოვებით პროექტებში საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი კერძო შრომითი კონფლიქტები. ეს თანმდევი პროცესია და სამწუხაროა, რომ საქართველოშიც ასეთი პრაქტიკა არსებობს. მოლაპარაკება, ინტერესების დაახლოება, საკუთარი არგუმენტების გაცვლა, ეფექტური მედიაცია - ეს არის ის ერთადერთი მექანიზმი, რაც ასეთი ტიპის კონფლიქტებში საკმაოდ წარმატებით მუშაობს ხოლმე“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური მმართველი ჰყავს და იგი სახელმწიფოს მიერაა დანიშნული, ამ შემთხვევაში რა ვალდებულება აქვს მთავრობას? მან თქვა, რომ როდესაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონსენსუსი ვერ დგება, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ჩაერთოს.

„სპეციალური მმართველი კონკრეტული მანდატით არის დანიშნული, თუმცა ის ყოველდღიურ მენეჯმენტში მონაწილეობს და მას უპირველესად პროცესების მართვა ევალება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი განსაკუთრებულად გაზრდილი არ არის შრომის ნაწილში, მაგრამ ვინაიდან იქ დანიშნულია სპეციალური მართვის რეჟიმი ეს პროცესები უფრო მეტად საყურადღებოა.

სპეციალური მმართველი, რომც არ იყოს ამ ტიპის შრომით კონფლიქტებში, სადაც ერთის მხრივ არის დასაქმებულთა ჯგუფი და მეორეს მხრივ კომპანიის მენეჯმენტი, რომელიც საერთო კონსენსუსამდე ვერ მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობა ეფექტური მედიაციის წარმართვის გზით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. დღეისთვის მათ მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები