მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღით შეაჩეროს ფუნქციონირება, პრეზიდენტის არჩევის დღეს" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

ბეჟიტაშვილი

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზურპატორები ხელისუფლებაში დარჩებიან, მაშინ ყველა ბიზნესის წარმომადგენელს მიადგებიან.

მისი აზრით, შექმნი ვითარებაში გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღე შეაჩეროს ფუნქციონირება, რათა დასაქმებულებმა შეძლონ საკუთარი პროტესტის გამოხატვა. ეს დღე კი პრეზიდენტის არჩევის დღე უნდა იყოს.

„ეს უზურპატორები ხელისუფლებაში თუ დარჩნენ, ყველას მოგვადგებიან. ბიზნესს აქვს სურვილი, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ. არ აპირებენ არაფრის დათმობას. არც არჩევნებზეა საუბარი და არაფერზე. ნათელი წერტილი არ ჩანს. ათეულ ათასობით ადამიანი დგას და ვდგავართ ერთად ქუჩაში, აქ არ არსებობს ორი მხარე. ერთი არის კრიმინალთა ბანდა და მეორე, დანარჩენი საქართველო. ჩვენი ოჯახები, ჩვენი წარსული და მომავალი არის აქ. რუსთაველზე დგას ეს ხალხი და არავინ არ არის იმისთვის მოსული, რომ ვინმეზე იძალადონ. ისინი თავიანთ მომავალს იცავენ. იცავენ თავიანთ უფლებებს, რომ ამ ქვეყანაში იბრძოლონ და ღირსეულად გააგრძელონ. ის ადამიანები, ვინც აქ არიან მოსული, ყველა არის სამშობლოს სიყვარულით. სხვა აქ არაფერი არ არსებობს. ტყუილად იგონებენ რაღაც აგრესიულ ჯგუფებს.

გამოსავალს რაც შეეხება, ჩემი აზრით, როგორც მსხვილმა ბიზნესმა, ასევე წვრილმა და საშუალო ბიზნესმა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქციები დღისით იმიტომ არ არის, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან. ყველა ჩვენგანს გვაქვს მზაობა, რომ 1 დღით შევაჩეროთ ჩვენი საქმიანობა და თანამშრომლებს ვუთხრათ, რომ თქვენ ხართ დღეს თავისუფლები და შეგიძლიათ გამოხატოთ პროტესტი. ეს ერთი დღე ზუსტად უნდა იყოს ის რიცხვი, როდესაც ესენი ვითომ პრეზიდენტის არჩევას აპირებენ. სულ ყველა უნდა გამოვიდეს. არ უნდა გაჩერდეს თორემ ხვალ, ზეგ და ახალი წლის შემდეგ ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“, - აცხადებს ბეჟიტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები