მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოსავალი უნდა ვიპოვოთ... რაც უფრო მეტი ბიზნესი ვიქნებით, უფრო მეტი ამოიღებს ხმას“ - თამარ ბაღდავაძე

თამარ ბაღდავაძე

"გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის", - ამის შესახებ სასტუმრო „კოსტეს“ მმართველმა პარტნიორმა, თამარ ბაღდავაძემ BMGTV-ის სპეცეთერში ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი ბიზნესი იქნება ღიად წარმოდგენილი, მით მეტი ამოიღებს ხმას.

„ყოველდღე ვისმენთ როგორ უცხადებენ მადლობას პოლიციელებს, რომლებიც გვასისხლიანებს და გვშლის. ყველანაირი ემოცია ფარავს იმას, რომ ჩავერთო საქმიანობაში და ვიზრუნო იმაზე, რომ ვაწარმოო სწორი ბიზნესი, იმისათვის რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ, ბიზნესი არ დაგვეშალოს. ალბათ, 90% გადართული ვარ მიმდინარე მოვლენებზე. რა თქმა უნდა, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის, მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენი ბიზნესები ეულად არ იგრძნობენ თავს და შეძლებენ, რომ შემოგვიერთდნენ. რაც უფრო მეტი ბიზნესი ვიქნებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ამოიღებს ხმას“, - განაცხადა თამარ ბაღდავაძემ.

მისი თქმით, გამოსავალი სამუშაო ჯგუფების შექმნაშია, რომელიც შეიმუშავებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

„მგონია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სადაც იქნებიან იურისტები, გვყავს აუდიტორული კომპანიებიც, იმისთვის რომ შევიმუშაოთ სწორი, სამართლებრივი, კანონის ფარგლებში მოქცეული გადაწყვეტილება და წარვადგინოთ ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ეს იქნება რეფერენდუმი, არჩევნები თუ სხვა.

რა თქმა უნდა, ყველას [ბიზნესს] თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს ის, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ გვინდა. ამიტომ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა სასტუმრო „კოსტეს“ მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის სპეცეთერში, სადაც ბიზნესები მსჯელობენ, როგორ მივიდა ქვეყანა შექმნილ ვითარებამდე და სად არის გამოსავალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები