მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოსცადე საკუთარი თავი და მიიღე მონაწილეობა საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში

64b7b383009e7
BM.GE
19.07.23 13:55
1070
სტატიაში საუბარია:
„დრო ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით კი საბანკო და საფინანსო ინდუსტრიაში. ამ სფეროში მუშაობის შედეგად განსხვავებულად აღიქვამ და აფასებ როგორც შენ მიერ, ასევე შენზე დახარჯულ დროს“, - ასე იწყება საუბარი ნიკოლოზ ბერაძესთან, რომელიც საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ყოფილი მონაწილეა.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევენ. როტაციის პრინციპის მეშვეობით კი საკუთარ უნარებს არა მხოლოდ ერთი, არამედ მათთვის საინტერესო რამდენიმე მიმართულებით ცდიან.

„საზაფხულო სტაჟირების შესახებ LinkedIn-იდან გავიგე. ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალს ჩემ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, გამოცხადებულ ვაკანსიებსა თუ სტაჟირებებს. ჩემი არჩევანი საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამაზე შევაჩერე. რეგისტრაციის პროცედურისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ კი ფინანსური ინსტიტუტის გუნდს შემოვუერთდი“, - ამბობს ნიკოლოზი.

გვიყვება, რომ სამუშაო გამოცდილება, Galt & Taggart-ის გუნდში მიიღო სექტორის კვლევის მიმართულებით. რამაც შესაძლებლობა მისცა, დეტალურად გაეცნო ბანკის შიდა სამზარეულო, მიეღო დეტალური ცოდნა მიმდინარე პროცესების შესახებ და განევითარებინა ის უნარები, რომლებიც დაეხმარებოდა როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ასევე კარიერულ განვითარებაში.

„ჩემთვის გალტ & თაგარტის გუნდთან მუშაობა ძალიან დასაფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ეს არის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი, სადაც ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ და ყველა შეკითხვაზე გაგცენ პასუხი. აქ იძენ გამოცდილებას, რომელსაც საუნივერსიტეტო სივრცეში ვერ მიიღებდი. პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადო, აღმოაჩინო ახალი უნარები და ის კონკრეტული სფერო, რომელიც რეალურად გაინტერესებს”, - აღნიშნავს ნიკოლოზი.

როგორც ამბობს, საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამა არის შესაძლებლობა, მიიღო სრულყოფილთან მიახლოებული სამუშაო გამოცდილება ძალიან მოკლე დროში.

„საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავენ კი აუცილებლად ვურჩევდი, მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში. ეს დაეხმარება მათ, განსაზღვრონ საკუთარი კარიერული განვითარების გზა, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გახდნენ პროფესიონალები. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარების პროცესში“, - ამბობს ნიკოლოზი.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები