მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლებში სწავლის წლიური საფასური 1,000-20,000 ლარს შორის მერყეობს - G&T

64afd2eb56286
ინგა მურუსიძე
12.07.23 17:44
1421
ზრდის მიუხედავად, საქართველოში კერძო განათლების სისტემა კვლავ ფრაგმენტულია - მხოლოდ 11 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და მათი წილი ბაზრის 21.0%-ს შეადგენდა 2022-23 წლებში (15.2% 2019/20 წლებში).

GaltandTaggart-ის კვლევის თანახმად, კერძო სკოლების 62.3%-ს ჰყავს მხოლოდ 250-მდე მოსწავლე (ძირითადად საქართველოს რეგიონებში).

ამასთან, კვლევის თანახმად, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა განპირობებული იყო სწავლის საფასურის ზრდით, რამაც გააბათილა პანდემიის გამო მოსწავლეების მცირე შემცირების ეფექტი.

„კერძო სექტორის შემოსავლები საშუალო წლიურად იზრდებოდა 12.7%-ით 2010-22 წლებში, რაც განპირობებული იყო როგორც მოსწავლეების, ასევე სწავლის საფასურის ზრდით. თუმცა, ზრდა შენელდა 2021-22 წლებში, რაც აიხსნება პანდემიის დროს მოსწავლეთა საჯარო სკოლებში გადინებით.

კერძო სკოლებში სწავლის წლიური საფასური 1,000-20,000 ლარს შორის მერყეობს. გამოკითხული სკოლების უმრავლესობაში (36.9%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები