საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ბანკი, პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკმა, ხანის აკადემიასთან ერთად, აბიტურიენტებისთვის ახალი კამპანია - „გამოცდები 2025“ დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აბიტურიენტი ხარ და გიფიქრია, რა იქნებოდა, თუკი ქუჩები და მოედნები გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებოდნენ? საქართველოს ბანკის გუნდშიც ასე იფიქრეს და გადაწყვიტეს, ქალაქი ყველაზე დიდ სახელმძღვანელოდ ექციათ. პროექტმა სტარტი უკვე აიღო და თუკი ყურადღებით იქნებით, არ გაგიჭირდებათ მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე, კამპანიის QR შენიშნოთ.
მისი დასკანერებით კი მომენტალურად მიიღებთ წვდომას მოკლე საგამოცდო აუდიო-ლექციებზე. ყველა გაკვეთილი სრულიად უფასოა. საუნდქლაუდზე უკვე ატვირთულია 5 საგნის აუდიოკონსპექტი, მათ შორის ბიოლოგია და ფიზიკა. თუ რომელიმე საგანს აბარებთ, აუცილებლად მოუსმინეთ და გაიმეორეთ გამოცდამდე საკითხები. გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდე!


































