მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოწვევაა პედაგოგის პოვნა, რომელსაც გამოცდილებასთან ერთად, მიმღებლობის უნარიც აქვს" - საბავშვო ბაღი "ლარდი"

ლარდი

კერძო საბავშვო ბაღის "ლარდის" დამფუძნებელი ნინო მაისაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციური პედაგოგის პოვნა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორც გადაცემა "ქალების ნარატივში" სტუმრობისას, მაისაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი პედაგოგის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მათ ინდუსტრიაშიც.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევაა ჩვენთვის პედაგოგის პოვნა, რომელსაც გამოცდილებასთან ერთად მიმღებლობის უნარიც აქვს. მე მირჩევნია გუნდში მივიღო გამოუცდელი კადრი, რომელიც ბოლომდე მომყვება და რომელთაც ჩვენ თავად დავატრენინგებთ.“ - აღნიშნა ნინო მაისაშვილმა.

მისივე თქმით, „ლარდი“ გეგმავს სივრცის შექმნასაც, სადაც პედაგოგები აიმაღლებენ კვალიფიკაციას 3- წლიანი პროგრამის საშუალებით. ამჟამად საბავშვო ბაღ „ლარდიში“ 6 ადამიანი დასაქმებული.

ცნობისთვის, "ლარდი" ოთხი თვის წინ ლისზე გაიხსნა.

„3 წელი დაგვჭირდა იდეის სისრულეში მოსაყვანად, რომელშიც 300 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენი ბაღი სრულად ადაპტირებული და მორგებულია აბსოლუტურად ყველა თანამედროვე სტანდარტზე. ბაღის შიდა სივრცე 1200 კვადრატია, ხოლო ეზო 800 კვადრატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბაღის ეზო იქნება კონტაქტური, გვექნება ბოსტანი და არანაირი ხელოვნური საფარი", - აღნიშნა ნინო მაისაშვილმა.

„ლარდიში“ ბავშვების მიღება 3 წლიდან იწყება, ამ ეტაპზე კი ბაღში ერთი ჯგუფია გახსნილი, რომელიც შერეული ასაკის 15 ბავშვისგან შედგება. „ლარდიში“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიღებაც ხორციელდება.

რაც შეეხება სწავლის ღირებულებას, თვეში 1500 ლარია. ბაღის სამუშაო საათები დილის 9-დან საღამოს 6 საათამდეა, ხოლო 6-დან 7 საათამდე „ლარდიში“ გახანგრძლივებული ჯგუფიც ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები