ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი bm.ge-სთან საქართველოს ეკონომიკის 2023 წლის პირველი ექვსი თვის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მთავარ გამოწვევას არაპროგნოზირებადი გარემო და რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს.
მისივე თქმით, ექვს თვეში ქართულ ეკონომიკას ჰქონდა გარკვეული მიღწევებიც, მათ შორის, კონკრეტულ პროდუქტზე ფასების შემცირება.
„ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკის გამოწვევა არაპროგნოზირებადი და არამდგრადი გარემოა. გამოწვევაა - რუსების ხარჯზე გაზრდილი ეკონომიკაც და მათი ძალიან დიდი წილი საქართველოს ეკონომიკაში, გაურკვეველი მოლოდინები ამასთან დაკავშირებით. შეჯამებისთვის: გაურკვევლობა არის მთავარი გამოწვევა.
განვლილ ექვს თვეში იყო მიღწევებიც. მაგალითად: გარკვეულ პროდუქტზე რომ ფასები შემცირდა, ეს შეიძლება შეღავათის მიმცემი ყოფილიყო“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.