მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოწვევები არსებობს პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით - კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრის მთავარი აქცენტები პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება იყო. მისივე თქმით, ორივე საკითხი გამოწვევაა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილი პროექტები განხორციელდეს მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და მაღალი ხარისხით. გამოწვევები არსებობს ორივე მიმართულებით, შესაბამისად, გვჭირდება პრაქტიკის გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

"ოცნების" პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზეც, რომ ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანი და კონკურენტული გარემო ყველა კომპანიისთვის, რომელიც სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს.

„ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ მიმართულებით არსებულ დეტალებზე, მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები და შეფასებები კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. დისკუსია იყო კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული, რაც საბოლოოდ დაგვეხმარება არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში“, – აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები