მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამყრელიძე - თუ ე.წ. შავი პარასკევი განმეორდა, ახალ წელს დიდი პიკი გვექნება

5fd1e1f874c80
ინგა მურუსიძე
10.12.20 13:04
630
თუ ე.წ. შავი პარასკევი განმეორდა, ახალ წელს დიდი პიკი გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი 24 დეკემბერს შემსუბუქება მოხდება, ყველაფერი უნდა წარიმართოს ძალიან ფრთხილად.

„თუ წინასაახალწლოდ უნდა იყოს შემსუბუქება, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკარად უნდა იყოს დაცული. ე.წ. შავი პარასკევი თუ განმეორდა, ახალ წელს იქნება კიდევ დიდი პიკი. რასაც ამ ორ კვირაში მივაღწევთ, ეს არ უნდა დავკარგოთ. სტაბილიზაციის ელემენტები ჩანს და ეს წყალში არ უნდა გადავყაროთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 24 დეკემბრიდან საქართველოში შეზღუდვები დროებით, 2 იანვრამდე მოიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები