მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამყრელიძე: იმათ შემთხვევაში, ვისაც ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვთ, ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი

61d6a083d8340
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 12:15
2478
“ომიკრონი“ გავრცელებისა და რეინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი უნარებით ხასიათდება”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში გავრცელების სისწრაფე სხვა შტამების გავრცელებას დაახლეობით 3-4ჯერ აღემატება.

გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი შედარებით ნაკლებად ინფიცირდებიან მესამე დოზით აცრილი ადამიანები.

“გავრცელების სისწრაფე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში გვქონდა. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც გადატანილი აქვთ ინფექცია. რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამავე დროს ის გარკვეულად გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომელიც გამოიყენენა. მხოლოდ ბუსტერიზებულ ადამიანებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, 5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები