მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ექიმების და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა

61531a412101b
ინგა მურუსიძე
28.09.21 18:20
753
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექიმების და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივით პაკეტი საბჭოზე უკვე წარდგენილია.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე და დღესაც წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება როგორც აცრების ინტენსიფიცირებას, ისე პირდაპირი და არაპირდაპირი მანდატორული ვაქცინაციის ეტაპებს. არსებობს პირდაპირი ვაქცინაცია, როცა კანონით ავალებ და არსებობს არაპირდაპირი მექანიზმები მანდატორიზმის, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ჩვენთანაც სერიოზული მსჯელობა მიდის ამაზე.

დათვლილი გვაქვს და დაახლოებით 1 მლნ ადამიანი გვყავს აცრილი სულ მცირე ერთჯერადად და 760 ათასი არის ორჯერადად. რესურსი იმის, რომ უფრო გაძლიერებული საკომუნიკაციო კამპანიით მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით, არის ჩემი გათვლებით 150 – 200 ათასი. თუმცა 60%-ის ვაქცინაციისთვის ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზე უწყებათშორისი საბჭო იმსჯელებს.

“მექანიზმი ბევრია. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან ექიმებისა(78% არის ერთჯერადად აცრილი, ხოლო 70% - ორჯერადად) და მასწავლებლებისთვის(მათი 63% ერთჯერადად არის აცრილი, ხოლო 52% - სრულად აცრილი) ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო. ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები მომავალ კვირებში უნდა იქნას მიღებული“, -თქვა გამყრელიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები