„ასეთი სარაკეტო დარტყმა ამტკიცებს, რომ რუსეთში ბევრისთვის ჩვენი კიევი სრულიად უცხოა. მათ ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი ისტორიის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ მათ ბრძანება აქვთ - ჩამორეცხონ ჩვენი ისტორია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენ - ყველა“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
მან ებრაელებს ამ მდგომარეობაში ხმაურისკენ მოუწოდა.
„მივმართავ მსოფლიოს ებრაელებს: განა ვერ ხედავთ რა ხდება? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, თქვენ - მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ებრაელი არ გაჩუმდეთ. სიჩუმეში ნაციზმი იბადება. ამიტომ იყვირეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. იყვირეთ უკრაინელების მკვლელობაზე“, - მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ებრაელებს.
UNIAN-ის ცნობით, 1-ელ მარტს რუსულმა ჯარებმა სარაკეტო დარტყმით კიევის სატელევიზიო ანძის განადგურება დააპირეს, თუმცა რაკეტა ჰოლოკოსტის მემორიალის კომპლექსს „ბაბიი იარს“ მოხვდა.




























