საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისათვის რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად უკავშირდება საბაჟო პროცედურების დახვეწა-გამარტივებას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას უკავშირდება.
რას შეცვლის განახლებული ინფრასტრუქტურა და რა შესაძლებლობაა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობისათვის?
სტუმარი: ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე - თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე;