მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა

ლაშა მარგიშვილი
25.08.26 10:39
346

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იგი დღემდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

გივი მიქანაძემ ლაშა მარგიშვილს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ლაშა მარგიშვილი 2011 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები