"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა.
საქმე ის არის, რომ მიქანაძის დანიშვნის შემდეგ თანამდებობა სამმა მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, ანა მღებრიშვილმა და გიორგი მოდებაძემ დატოვეს.
მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ლევან ღირსიაშვილი.
მიქანაძის მოადგილის პოსტი შეინარჩუნეს თამარ მახარაშვილმა და ბაია კვიციანმა.
რაც შეეხება ზვიად გაბისონიას განათლებას და ბიოგრაფიას
განათლება:
- 2000 წელი: სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში.
- 2001-2002 წწ.: დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
- 2002 წელი: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
- 2002 წელი: დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია".
სამუშაო გამოცდილება / აკადემიური საქმიანობა:
- 2002-2005 წწ.: იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
- 2002-2005 წწ.: ასევე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი.
- 2002-2009 წწ.: იურისტი ს/ს "თიბისი ბანკი"-ში.
- 2004-2018 წწ.: მმართველი პარტნიორი საერთაშორისო იურიდიულ ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ში.
- 2004-2018 წწ.: გენერალური დირექტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგში".
- 2005-2010 წწ.: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე.
- 2005-2010 წწ.: კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი.
- 2005 წლიდან დღემდე: სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი.
- 2006 წლიდან დღემდე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.
- 2007-2013 წწ.: სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მრჩეველი.
- 2017-2018 წწ.: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.
- 2018 წლიდან: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
- 2018 წლიდან: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი.




























