მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება

განათლება

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

„მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 5 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“, - წერია დადგენილებაში.

2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მინისტრს ერთი პირველი და 4 მოადგილე ჰყავდა.

სამინისტროს გვერდზე მოადგილეების ვინაობა არ იძებნება და შესაბამის განყოფილებაში წერია, რომ გვერდი რედაქტორების პროცესშია. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულია პრემიერის ბრძანებები, რომ მინისტრის მოადგილეების პოსტზე დანიშნული არიან: თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე.

განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტს ამჟამად ალექსანდრე წულაძე იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები