მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრის მოვალეობას გელა გელაძე ასრულებს

განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ასრულებს. ამის შესახებ BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს.

განათლების მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მისი განმარტებით, საჯარო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება პრემიერთან და გუნდთან ერთად მიიღო და კერძო სექტორში ბრუნდება, თუმცა „რჩები პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად“.

გიორგი ამილახვარმა გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვბრუნდები კერძო სექტორში“.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონით, მთავრობის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად განათლების მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატურად მთავრობის ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს, თუმცა როდისთვის გეგმავს ირაკლი კობახიძე ახალი მინისტრის წარდგენას, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები