მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრმა სომხეთში ვიზიტისას გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა განიხილა

23

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახალი მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე, სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა, რაც ახალგაზრდებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძემ ნიკოლ ფაშინიანს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები