მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მორიგი, ახალი მინისტრი

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტჯერ განათლების მინისტრები შეიცვალნენ. ჯამში 2012 წლიდან დღემდე უწყებას ახალი მინისტრი 7-ჯერ წარუდგინეს.

პირველი მინისტრი იყო გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც თავი უფასო სახელმძღვანელოებით დაგვამახსოვრა, თუმცა რაიმე ქმედითი მისი მხრიდან არ გაკეთებულა, სულ 1 წელი იყო მინისტრის პოსტზე და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რანგში გადაინაცვლა.

მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა სექტორს. 2013-დან 2016 წლამდე. მის სამწლიან ანგარიშში მოხვდა მანდატურის სამსახურის რეფორმა;

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა და ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების შეცვლა.

მომდევნო მინისტრი იყო ალექსანდრე ჯეჯელავა. ასევე 1 წლით ხელმძღვანელობდა განათლებას და სწორედ მისი მინისტრობის დროს შეიცვალა (ძალიან სამწუხაროდ სხვათაშორის) ის პედაგოგების ძირეული სქემა, რომელიც მისმა წინამორბედმა სანიკიძემ დაიწყო.

ჯეჯელავას შემდეგ იყო მიხეილ ჩხენკელი, რომელიც მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და ყველაზე მალე, 8 თვეში თანამდებობა დაატოვებინეს. მაგრამ მოგვიანებით მეორედაც მოაბრუნეს.

თუმცა სანამ მოაბრუნებდნენ შუაში იყო მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც იმჟამინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ უწყების ხელმძღვანელად 2018 წლის 12 ივლისს დანიშნა და 2019 წლის 7 ნოემბრამდე მართა. ჯამში 1,4 წელი.

ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება: მისაღები გამოცდების სისტემის ცვლილება — 2020 წლიდან როგორც გახსოვთ ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იყო და ასევე საპენსიო ასაკის მასწავლებლების შესახებ რეფორმა. პენსიონერი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას იღებდნენ. მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;

ბატიაშვილი ისევ ჩხენკელმა შეცვალა. 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო ყველაზე უტყვი მინისტრი ამ პოსტზე.

გასული წლის მარტში კი უწყება გიორგი ამილახვარს გადაებარა, რომელიც მანამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

არც მისმა მინისტრობამ დაჰყო დიდხანს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ახალი მინისტრი შესაძლოა ყველაზე მოკლე დროით 24 დღით იყოს ამ პოსტზე.

რა ვიცით ახალ მინისტრზე? - ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ წულაძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს. 2023 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ.

ამ პოზიციაზე მუშაობა მან რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 31 ივლისს დაასრულა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად 5 წლიანი ვადით იყო დანიშნული.

სტუმარი: გიორგი ჭანტურია - "განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები