მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების პოლიტიკის განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას - პრემიერი

ედიბი

განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, - ამ სიტყვებით გახსნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაციის წარდგენა.

"განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, ოჯახისა და ქართული ფასეულობების კუთხით.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანია, შედეგი მოიტანოს ყველა ცვლილებამ რასაც ვახორციელებთ და არ იყოს ფასადური" - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2004 წლიდან ტარდებოდა რეფორმები, რომელმაც მოანგრია განათლების სისტემა და ემსახურებოდა ქართული იდენტობისა და დეენემის შეცვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები