მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განათლების სამინისტრომ პროფსასწავლებლებთან მეტად უნდა იმუშაოს“ - ქეთი მელაძე კადრების დეფიციტზე

6401fca3cff5a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.23 22:35
1086
სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტის ქეთი მელაძის შეფასებით, ქვეყანაში კადრების დეფიციტის გადაწყვეტაში პროფსასწავლებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. სახელმწიფომ კი პროფესიულ სასწავლებლებთან მეტად უნდა იმუშაოს. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყნიდან კადრების გადინების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბაზარზე პროფესიონალი კადრების არსებობისთვის პროფესიული სასწავლებლები მნიშვნელოვანია. საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, რომ პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ისინი სამუშაოს იშოვიან. თუნდაც გადამზადების შემდეგ მათ სასტუმროებსა და რესტორნებში პრაქტიკის გავლა უნდა შეეძლოთ.

განათლების სამინისტროს მხრიდან პროფესიულ სასწავლებლებთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. პროფესიული სასწავლებელი უნდა იყოს ძლიერი და კვალიფიცირებულ კადრს ზრდიდეს. გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ ამ სტუდენტებსაც, რომ ქვეყნიდან გასვლა არ უნდოდეთ“, - განაცხადა ქეთი მელაძემ.

სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, კადრების დეფიციტი პრობლემა ევროპული ქვეყნების დღის წესრიგში დგას. მისი ინფორმაციით, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედმა დაწესებულებებმა კადრების შენარჩუნებისთვის სახელფასო ბიუჯეტები გაზარდეს.

„კადრების გადინების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ გვაქვს. ევროპაშიც იმ ადამიანებმა, რომლებიც სასტუმროებსა და რესტორნებს ემსახურებოდნენ, კვალიფიკაცია შეიცვალეს და უფრო დიდი მოგება ნახეს, მათთვის ეკონომიურად უფრო შემოსავლიანი სამსახური მისაღები აღმოჩნდა. თუმცა საქართველოში ადრე თუ დამლაგებლის ანაზღაურება 500-600 ლარი იყო, დღეს უკვე 1000 ლარამდეა ასული. ჩემი ინფორმაციით, სფეროში სახელფასო ბიუჯეტის მოცულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ბიზნესის მომზადებული იმისთვის, რომ პერსონალზე უფრო მაღალი ხელფასები გასცეს. მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ხალხის გადამზადება, ვინაიდან ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება“, - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები