მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრომ თურქულ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ახალგაზრდულ პროექტებს ეხება

გივი მიქანაძე თურქეთი

განათლების სამინისტრომ თურქულ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ახალგაზრდულ პროექტებს ეხება. ამის შესახებ განათლების უწყება იტყობინება.

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა ოსმან აშქინ ბაქინმა.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი თანამშრომლობა სტრუქტურირებული დიალოგის, ერთობლივი ინიციატივებისა და სტრატეგიული დაგეგმვის გზით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

"მემორანდუმის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების, ფორუმების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზება. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას", - იტყობინება განათლების სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები