მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც - კახა კალაძე

კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც.

როგორც კახა კალაძე მიიჩნევს, ეს საკითხი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყანაში.

„რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

მგონია, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა ღირსეული განათლება მიიღონ. შემდეგ ყველაზე მთავარი რაც არის - განათლებამიღებული ადამიანების ცოდნა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზენტაციაზე, და მან დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები