Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შედეგად ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 937-ს.
ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 348 705-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 639 PCR ტესტით.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 885 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 547, პირი, აჭარაში - 621, იმერეთში - 1 058.




























