მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„განგაშის სიგნალია, რომ ინფიცირების რაოდენობით იტალიას გადავასწარით“

5fad4a99aa380
ინგა მურუსიძე
12.11.20 18:53
3282
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლით საქართველომ იტალიას გადაასწრო, თუმცა ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა საგანგაშო, რომ ინფიცირების მაჩვენებლით საქართველომ იტალიას გადაასწრო.

„დიახ, ეს არის განგაშის სიგნალი, რომ რაოდენობით გადავასწარით იტალიას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ იგივე იტალიასთან შედარებით, ჩვენთან სიკვდილობის პროცენტი 5-ჯერ ნაკლებია. შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს, თუმცა მინდა ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები