მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ის 1948 წლის 16 მარტს დაიბადა. ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, 1972-1974 წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი;

1974-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი;

1975-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი - სპეციალობა კარდიოლოგია;

1979-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;

1981-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

1983-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე;

1986-1990წწ. ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგე;

1990-2001წწ. შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი;

1997-2006წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი;

2001-2007წწ. ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი;

2007 წლიდან ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი;

2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის "ჰეპა" ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, იმუნოლოგი, პროფესორი.

თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) წევრი (1999-) ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოება (ESCMID) წევრი, (2005-) ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრი, (2005-) ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები