მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განიხილავს თუ არა საქართველო მესამე დოზებით ვაქცინაციას?

60df195ed5c6d
ინგა მურუსიძე
02.07.21 17:48
839
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე განცხადებით, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილებისთვის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

„საბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას და თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მითითება იქნება, არსებულ პროტოკოლში შევა ცვლილება. ჩვენ მზად ვართ ვიზრუნოთ იმ დამატებით დოზებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით კი, ჯერჯერობით ბუსტერ-დოზების გაკეთებაზე საერთო მეცნიერული დასკვნა არ არსებობს, თუმცა საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

„ამას სჭირდება შესაბამისი დაკვირვებები და საერთაშორისო რეკომენდაციები ამის საფუძველზე გამოქვეყნდება. თუმცა თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება და სთავაზობს მოქალაქეებს ამას. ჩვენ ვაკვირდებით. ამ კუთხით მთავარი რეკომენდატორები არიან: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის მარეგულირებელი და სხვა მკაცრი მარეგულირებლები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები