მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილავს თუ არა Wizz Air-ი საქართველოში ოპერირებისთვის ლიცენზიის აღებას - კომპანიის პასუხი

5fe05d2784d3f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 09:20
735
უნგრული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში ოპერირებისთვის ლიცენზიის მიღებას არ განიხილავს. კომპანიაში მიიჩნევენ რომ ეს მათი ოპერირების მოდელს არ შეესაბამება. ამ საკითხზე Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ „საქმიან დილაში“ რუბრიკის „საუბრები ავიაციაზე“ წამყვანის გიორგი მოლოდინაშვილის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

- საქართველო ღია ცის პოლიტიკის ნაწილია, გააჩნია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ზონასთან და ლიბერალური ბაზარი. თქვენი ავიაკომპანია საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება ამ ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ ფიქრობთ, რომ დროა „ვიზ ეარმა“ საქართველოში აიღოს ლიცენზია და ისარგებლოს ყველა ზემოხსენებული ბენეფიტებით, რომელიც მე ჩამოვთვალე?

- ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იდეაა, მაგრამ ამას Wizz Air-ის მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, რათა დიდი სურათი დავინახოთ. საოპერაციო ხარჯების კუთხით არსებული ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი ოპერირების მოდელი და ახალი ლიცენზია დამატებითი კომპლექსურობის ფაქტორია. რაც უფრო მეტი სხვადასხვა ლიცენზია გაქვს, უფრო მეტად კომპლექსურს ხდი შენი ოპერირების მოდელს. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ლიცენზიების ოდენობა და ავიაკომპანიის ოპერირება ერთი ლიცენზიის ქვეშ განვახორციელოთ. ამის მიღწევა ევროკავშირში, ასოცირებულ და ღია ცის პოლიტიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტი კომპლექსურობა არ შევქმნათ და დამატებითი ლიცენზიების მიღების შედეგად ნაწილებად არ დავყოთ ავიაკომპანია, რაც ჩვენი დანახარჯების ეფექტურობაზე ფუნდამენტურად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. ჩვენი მომხმარებელის ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ის, რომ მათ ჰქონდეთ ბაზარზე ყველაზე იაფი ავიაბილეთებით სარგებლობის საშუალება და ჩვენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ მარტივი და სტანდარტული ოპერირების მოდელით ვახერხებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები