საკონდიტრო „განჯინა“ მიმდინარე წელს მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ საკონდიტროს დამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანმა BM.GE-სთან განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალის გახსნისთვის დაახლოებით 60 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო.
„2024 წელი, ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. შევიცვალეთ ლოკაცია და გადავედით ახალ სივრცეში. გავაკეთეთ დასაჯდომი კაფე და ჩვენი გაყიდვებიც საგრძნობლად გაიზარდა. ახლა, თბილისში, ირაკლი აბაშიძის #20-ში გადავედით და 12 ადამიანს ვასაქმებთ.
ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, ადგილის მოძიების პროცესში ვართ. ჩვენთვის სასურველია, რომ მეორე ფილიალი რომელიმე მოლში განთავსდეს. ის არ იქნება დასაჯდომი სივრცით, მხოლოდ მომსახურების სერვისით გვექნება“, – აღნიშნა სოფო ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ახალი ფილიალის გახსნის შემთხვევაში, კიდევ 8 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო "განჯინა" 2023 წელს გაიხსნა და მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმის ნაირსახეობას სთავაზობს.